Skip to content

კომპანიის შესახებ

„საქართველოს ჰასპის ჯგუფი“ უკვე მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს სრულიად საქართველოს მასშტაბით. ჩვენი ექსპერტები მუდმივად იმყოფებიან სრულ მზადყოფნაში, რათა არა მხოლოდ დისტანციურად, არამედ ფიზიკურად, სრული რესურსით ჩაერთონ თქვენი საწარმოო ობიექტების მომსახურებაში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„საქართველოს ჰასპის ჯგუფი“ დაარსდა 2018 წელს. მას შემდეგ კომპანია ეწევა როგორც საკონსულტაციო მომსახურებას, ასევე მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას სურსათის უვნებლობის ხარისხის მართვის სისტემისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების სრული შესაბამისობისა და მონიტორინგის სფეროში, კერძოდ:

• HACCP-ის დანერგვა  

• HACCP-ის გარე აუდიტი  

• HACCP-ის შიდა აუდიტი  

• HACCP-ის ტრენინგი  

• HACCP-ის სერტიფიცირება  

• შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა  

• შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის წარმოება და კანონთან შესაბამისობაში მოყვანა  

მათ შორის:  

• რისკების შეფასების დოკუმენტის მომზადება  

• შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა  

• შრომის უსაფრთხოების გეგმის შემუშავება  

• საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის შექმნა და ობიექტზე მორგება  

• ცეცხლმაქრებისა და ელექტრო-ტექნიკური აღჭურვილობის შემოწმების აქტების წარმოება  

• სახანძრო უსაფრთხოების შინაგანაწესის დოკუმენტის შექმნა

დღეს „საქართველოს ჰასპის ჯგუფი“ წარმოადგენს დარგის ერთ-ერთ ლიდერ და სერვისების წამყვან მიმწოდებელ ორგანიზაციას ქართულ ბაზარზე. კომპანიამ წარმატებით დაიმკვიდრა თავი ლოკალურ ბაზარზე და მრავალი საერთაშორისო კომპანია უწევს მას პირდაპირ რეკომენდაციას, რაც ნდობის მაღალი ხარისხისა და კომპანიის ეფექტური საქმიანობის საუკეთესო ინდიკატორია.

ჩვენი პარტნიორები

კომპანიის მიერ მიღებული ყველა ძირითადი გადაწყვეტილება ეფუძნება გრძელვადიანი პროგრესული და ლოგიკური თანამშრომლობის პრინციპებს, რაც ავტომატურად იწვევს გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების დამყარებას როგორც კლიენტებთან, ასევე პარტნიორებთან.

ჩვენი მისიაა დღევანდელი საერთაშორისო ვაჭრობის გამოწვების საპასუხოდ ქართული წარმოების საერთაშორისო დონეზე აყვანა.